ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის თვალს იმაზე მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ითვლებოდა.
ექსპერიმენტში მათ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოიყენეს. დასვეს ისინი ეკრანის წინ, სადაც ბევრი წერტილი მოძრაობდა. მეცნიერებმა მიუთითეს, რომელი წერტილებისთვის უნდა მიექციათ ყურადღება.
ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ ერთდროულად ოთხ მოძრავ წერტილს. მაგრამ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ზღვარი სულაც არ არის, უბრალოდ საქმე სიჩქარეზეა. ამის დასამტკიცებლად მეცნიერებმა მოითხოვეს, რომ ადამიანებს ერთდროულად 16 წერტილისთვის მიექციათ ყურადღება.
ეკრანზე წერტილები ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ერთმანეთს არ ეხებოდნენ. გაირკვა, რომ, როცა წერტილები ნელა მოძრაობენ, ადამიანს ყველას დაფიქსირება შეუძლია, ხოლო როცა სიჩქარე მატულობს, წერტილების რაოდენობა ბუნებრივად იკლებს.
ხოლო როცა სიჩქარე მაქსიმალური ხდება, ადამიანი მხოლოდ ერთ წერტილს ხედავს. მეცნიერების განცხადებით, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, კომპიუტერული თამაშებიდან დაწყებული საჰაერო ტრანსპორტის მონიტორინგით დამთავრებული.