ალექსანდრე რაქვიაშვილი: ღია პოზიცია გვაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის კონფლიქტის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ღია პოზიცია გვაქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის კონფლიქტის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია

ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონფლიქტის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გაცხადებული, ღია პოზიცია გვაქვს, რომ კონფლიქტის დასრულება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ პრეზიდენტისგან იქნება მოწვევა, ბუნებრივია, ჩვენ ასეთ დისკუსიაში ჩავერთვებით“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მოლაპარაკებებს დღეიდან იწყებს.