„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან შეუმდგარი ადამიანები. ადამიანები, რომელთაც დიდი პრეტენზია აქვთ და ვერ რეალიზდნენ თავიანთ მოთხოვნილებებში, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედიlive“-ში ისაუბრა.
„ასეთ ადამიანებს ყოველთვის ახასიათებთ შური მათ მიმართ, ვისაც გამოუვიდა ის, რასაც ხელი მოჰკიდა. თუ გავითვალისწინებთ ამ საზოგადოებას რატი ამაღლობელებით, შამუგიებით და მამა-შვილ ბუღაძეებით, ერთ მერაბ კოკოჩაშვილს აქვს მთელი ამათი ფასი საქართველოსთვის. ყველაფერი არის სიტყვების ბრახაბრუხი, ამის უკან არაფერი დგას. აბა მოიტანონ და დადონ თავიანთი ლიტერატურული მიღწევები, პოეზიაში იქნება, პროზაში, ფერწერაში თუ ა.შ. ხელოვნება ხომ არ იმალება?!“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.