ვაზისუბნის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა

ვაზისუბნის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა

ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა.

ცეცხლი პირველ სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და ხანძარი უკვე ლოკალიზებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.