ვიქტორ დოლიძე: რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა მისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს

ვიქტორ დოლიძე: რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა მისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს

ის, რაც მოხდა ყირიმთან დაკავშირებით და შემდეგ წლებშიც, ამას არც უკრაინა და არც ევროკავშირი არ ეგუება. ეს ყველაფერი არაერთხელ თქმულა. ჩვენ 2022 წელს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი - ნატო-საქართველოს წვრთნები და ამავე დროს გვექნება არაერთი მაღალი დონის ვიზიტები, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა მისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„არ წარმოადგენს საფრთხეს მესამე მხარისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დოლიძემ.