ბრაზილიელი პოლიტიკოსები აკვაპარკის საკითხზე განსხვავებული პოზიციების გამო ერთმანეთს რინგზე დაუპირისპირდნე

ბრაზილიელი პოლიტიკოსები აკვაპარკის საკითხზე განსხვავებული პოზიციების გამო ერთმანეთს რინგზე დაუპირისპირდნე

ბრაზილიის ქალაქ ბორბას მერი და ყოფილი დეპუტატი მდინარე მადეირასთან მდებარე აკვაპარკის საკითხზე განსხვავებული პოზიციების გამო ერთმანეთს შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) წესებით დაუპირისპირდნენ. The Guardian-ის ცნობით, ბრძოლა მაყურებლების თანდასწრებით გაიმართა, 13 წუთს გაგრძელდა და მისი ნახვა ინტერნეტითაც იყო შესაძლებელი.

ყოფილმა დეპუტატმა, ერინეუ და სილვამ განაცხადა, რომ მერს, სიმაუ პეიშოტოს აკვაპარკის შენარჩუნება არ შეუძლია. ექსდეპუტატმა მერს თაღლითი უწოდა და რინგზე გამოიწვია.

„მე ქუჩის მოკრივე არ ვარ, ბორბას მერი ვარ, მაგრამ თუ მას ჩხუბი სურს, ჩვენ მზად ვართ. მე ყოველთვის ვიმარჯვებ“, - განაცხადა სიმაუ პეიშოტომ.

პოლიტიკოსების ჩხუბს ასობით მაყურებელი დაესწრო. ორთაბრძოლის პირველივე წამებზე 39 წლის მერმა მეტოქე ნოკდაუნში ჩააგდო, თუმცა 45 წლის ექსდეპუტატმა მას წინააღმდეგობა გაუწია. მსაჯებმა გამარჯვებულად სიმაუ პეიშოტო გამოაცხადეს, შესაბამისად, აკვაპარკი არ შენარჩუნდება.