„მის მსოფლიო 2021“-ის ფინალი გადაიდო

„მის მსოფლიო 2021“-ის ფინალი გადაიდო

„მის მსოფლიო 2021“-ის ფინალი გადაიდო. როგორც სილამაზის კონკურსის ოფიციალურ გვერდზე განმარტავენ, ამის მიზეზი მონაწილეების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები გახდა.

„მის მსოფლიო 2021“-ის ფინალი დღეს პუერტო-რიკოს დედაქალაქში უნდა გამართულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება უახლოეს 90 დღეში უნდა გაიმართოს.