ბენ აფლეკი ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ყოფილ მეუღლეს აბრალებს – მსახიობის სკანდალური განცხადება, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

ბენ აფლეკი ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ყოფილ მეუღლეს აბრალებს – მსახიობის სკანდალური განცხადება, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

49 წლის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ბენ აფლეკი საზოგადოების კრიტიკის ობიექტია, ვარსკვლავის სკანდალურმა განცხადებამ Howard Stern-თან ინტერვიუს დროს, მისი შვილების დედის და ყოფილი მეუღლის ჯენიფერ გარნერის შესახებ, არამხოლოდ სოციალური მედია, არამედ საკუთარი გულშემატკივრებიც კი განაცვიფრა.

ამერიკელმა პროდიუსერმა ალკოჰოლზე დამოკიდებულება ყოფილ მეუღლეს დააბრალა და განაცხადა, რომ მასთან ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში სმას აუცილებლად გააგრძელებდა.

“ძალიან უბედური ვიყავი, მაგრამ არ შემეძლო წამოსვლა შვილების გამო. ზოგჯერ ერთ ბოთლ “სკოჩს” ვსვამდი და დივანზე ვიძინებდი… ალბათ დღეს რომ ჯენიფერთან ერთად ვყოფილიყავი კვლავ ალკოჰოლზე ვიქნებოდი დამოკიდებული.”

სოციალური მედიის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ბენ აფლეკის ალკოჰოლზე დამოკიდებულება და აზარტული თამაშებით გატაცება ჯერ კიდევ მათ ქორწინებამდე დაიწყო და საკუთარი შვილების დედის საჯაროდ დადანაშაულება საკუთარ პრობლემებში მიუღებელია.