ბალენსიაგას ყოველი ახალი კოლექციისა თუ კამპანიის გავრცელების შემდეგ უფრო მეტად ვრწმუნდებით იმაში, რომ ქართველი დიზაინერის “კრეატიულობას” საზღვრები არ აქვს.
ყველასგან განსხვავებული, ექსცენტრიული და არაორდინალური ქართველი შემოქმედისთვის ინსპირაციის წყარო ხშირად არამხოლოდ საკუთარი წარსული და მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენები, არამედ კრისტობალ ბალენსიაგას წარსული შემოქმედება ხდება.
რამდენიმე საათის წინ სოციალურ მედიაში Balenciaga-ს ახალი ფეხსაცმელების (Tug ballerina shoes) ფოტოები გავრცელდა 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან, რომლის ინსპირაციაც ავანტ-გარდიზმი და ბრენდის დამფუძნებლის კრისტობალ ბალენსიაგას ფუტურისტული ხედვა გახლავთ.
ბალერინას ტყავის ფეხსაცმელების ღირებულება 705 დოლარია და მისი შეძენა farfetch-ზე უკვე შესაძლებელია.