შვრიის მაფინები

შვრიის მაფინები

ინგრედიენტები

2 1/2  ჭიქა შვრიის ფანტელები

1   ჩ/კ საცხობი ფხვნილი

1/2  ჩ/კ მარილი

1   ჩ/კ დარიჩინი

2   ს/კ კარაქი, გამდნარი და გაცივებული

2   ჭიქა რძე

1   ცალი კვერცხი

1/4  ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი

1/4  ჭიქა გამომშრალი ხილი ან ნიგოზი

2   ჭიქა ახალი ან გაყინული ხილი

მომზადებ

გააცხელეთ ღუმელი 200°C -მდე და ჩააფინეთ მაფინების საცხობ ფორმაში 12 ალუმინის ან პერგამენტის ქაღალდი.

საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ შვრია, საცხობი ფხვნილი, მარილი, დარიჩინი, ახალი და გამომშრალი ხილი.

მცირე ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი, რძე, ნეკერჩხლის სიროფი და კვერცხი. შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების მასას. მაშინთვე გადაიტანეთ ფორმებში და აცხვეთ 200°C -ზე 25-35 წუთის განმავლობაში ან სანამ მაფინები მოოქროსფრო არ გახდება. ცხობის დრო დამოკიდებულია ფორმების ზომაზე და თქვენს ღუმელზეც.

მირთმევამდე აცალეთ გაგრილება. თუ მაშინთვე არ მოიხმართ, კარგად გააცივეთ და შედგით მაცივარში ჰერმეტული კონტეინერით.