ზენდეიამ ადამიანი ობობას შთაგონებით შექმნილი კაბით კიდევ ერთხელ დაგვატყვევა

ზენდეიამ ადამიანი ობობას შთაგონებით შექმნილი კაბით კიდევ ერთხელ დაგვატყვევა

უკვე ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ როცა საქმე მოდას ეხება, ზენდეია არასდროს ცდება. 25 წლის მსახიობი ჩვენს აღფრთოვანებას ყოველთვის ახერხებს და გამონაკლისი არც 13 დეკემბერს ლოს-ანჯელესში გამართული პრემიერაა.

ადამიანი ობობას ახალი ფილმის Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე ზენდეია ვალენტინოს კაბით წარსდგა, რომელიც ობობის ქსელის იმიტაციას ქმნის. კაბასთან ერთად ზენდეიამ თვალისმომჭრელი ნიღაბიც მოირგო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ზენდეიამ სამოსი ადამიანი ობობას ინსპირაციით შეარჩია. 29 ნოემბერს პარიზში "ოქროს ბურთის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მსახიობი ჩაცმულობის დამსახურებით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

საოცარი კაბა და მეტალის ერთგვარი ხერხემალი ბევრმა დოქტორი რვაფეხას კოსტიუმსაც კი მიამსგავსა.

ცოტა ხნის წინ ზენდეიამ ადამიანი ობობას ქსელის შთაგონებით შექმნილი კოსტიუმი და საყურეებიც მოირგო.

ამ კოსტიუმებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ზენდეია ერთ-ერთი ყველაზე მოდური და მომხიბვლელი ვარსკვლავია, რომელსაც ნამდვილად ყველაფერი უხდება!