“ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ექსცენტრიული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს.
გლობალური პანდემიის დროს ბევრმა დიზაინერმა სრულიად შეწყვიტა ახალი სამოსის შექმნა, თუმცა დემნა გვასალიამ თავისუფალი დრო თავისდა სასიკეთოდ გამოიყენა. მისი დამსახურებით “ბალენსიაგამ” 2020 წელს უამრავი მოგება ნახა, Lyst Index-ის პლატფორმაზე “გუჩიც” კი ჩამოიტოვა და წლის ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა.
მარტივად რომ ვთქვათ, „პოსტ-აპოკალიფსური დისტოპიიდან“ დაწყებული, საკუთარი ვიდეო-თამაშით დამთავრებული, ქართველი გენიოსი მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ფიგურების განცვიფრებას ყოველთვის ახერხებს.
საერთაშორისოდ აღიარებუმა დიზაინერმა ამჯერად ბრენდის 2022 წლის PRE-FALL კოლექცია წარადგინა, რომლის ინსპირაციაც კვლავ 90-იანი წლები გახლდათ.