კლეოპატრას აპენენიებზე მიაგნეს

კლეოპატრას აპენენიებზე მიაგნეს

ცოტა ხნის წინ, იტალიის პოლიციამ 1972 წელს მოპარული ალბრეხტ დიურერის ნახატი “კლეოპატრას თვითმკვლელობა“ იპოვა.

 

ნახატი სრულიად შემთხვევით იქნა ნაპოვნი. კოლექციონერმა, რომელსაც მისი შეძენა სურდა, მიმართა პოლიციას, რათა სურათის წარმოშობა შეემოწმებინა. ექსპერტიზისას აღმოჩნდა, რომ ნახატი სწორედ ალბრეხტ დიურერის მიერ იყო დაწერილი.

 

გამოძიების შედეგად დადგინდა რომ სურათი ერთ-ერთი დიზაინერის სახლში, იტალიის დედაქალაქ რომში ინახებოდა. სულ მის კოლექციაში აღმოჩნდა 180 სხვადასხვა ნამუშევარი და 16 მათგანი მოპარული იყო, რომელთა ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენს.