იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს

იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს

იტალიის კათოლიკური ეკლესია ბოდიშს უხდის მშობლებს ერთ-ერთი სასულიერო პირის განცხადების გამო, რომელმაც ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს, - ამის შესახებ BBC წერს.

გასულ კვირას, ეპისკოპოსმა ანტონიო სტალიანომ, რელიგიურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სანტას წითელი ტანსაცმელი მხოლოდ Coca-Cola-ს მიერ შერჩეული იმიჯია, რასაც მშობლების აღშფოთება მოჰყვა.

საეკლესიო პირები განმარტავენ, რომ მას მხოლოდ შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობის ხაზგასმა სურდა.