ტეილორ სვიფტს სიმღერის ტექსტის მოპარვაში ადანაშაულებენ

ტეილორ სვიფტს სიმღერის ტექსტის მოპარვაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მომღერალ ტეილორ სვიფტს, თავის ჰიტში, Shake It Off, სხვა ავტორის ტექსტის კოპირებაში სდებენ ბრალს, - ამის შესახებ BBC წერს.

ამერიკელმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სვიფტის უფლებადამცველის მოთხოვნა, საქმე დახურულიყო და მას ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

ბრალების მხარე ამტკიცებს, რომ 2014 წელს გამოსულ ნამუშევარში ჯგუფ 3LW-ს 2001 წლის სიმღერის - Playas Gon' Play-ს ტექსტია გამოყენებული. საქმე ეხება ფრაზებს: „players gonna play“ და „haters gonna hate".