ამერიკელი მწერალი ენ რაისი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც მისმა შვილმა Facebook-ზე დაწერა, ქალს ინსულტით გამოწვეული გართულებები ჰქონდა.
რაისის ყველაზე ცნობილი წიგნი „ინტერვიუ ვამპირთან“ 1976 წელს გამოვიდა და ბესტსელერად იქცა. 1994 წელს მაყურებელმა ნაწარმოების ეკრანიზაციაც იხილა. ფილმში ტომ კრუზი და ბრედ პიტი თამაშობენ.
მოგვიანებით, მან წიგნების სერიაც გამოსცა, რომელსაც „ვამპირის ქრონიკები“ უწოდა და რომლის ერთ-ერთი ნაწილის „დაწყევლილთა დედოფლის“ მიხედვით ფილმიც გადაიღეს.
სიცოცხლის განმავლობაში, რაისმა 150 მილიონზე მეტი წიგნი გაყიდა.