„მის სამყარო 2021“ ჰარნააზ სანდუ გახდა

„მის სამყარო 2021“ ჰარნააზ სანდუ გახდა

„მის სამყარო 2021“ 21 წლის ინდოელი მოდელი, ჰარნააზ სანდუ გახდა. სანდუ 70-ე ქალია, რომელსაც ეს ტიტული მიენიჭა. კონკურსში, რომელსაც ქალაქი ეილათი მასპინძლობდა, 80-მდე მოდელი მონაწილეობდა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

ტიტულის ახალ მფლობელს გვირგვინი გასული წლის მის სამყარომ, მექსიკელმა ანდრეა მეზამ დაადგა.

აქამდე, მის სამყაროს წოდება ორმა ინდოელმა მოიპოვა - სუშმიტა სენმა (1994 წელს) და ლარა დატამ (2000 წელს).