კვლევა: „ვიაგრა“ ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს

კვლევა: „ვიაგრა“ ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს

იმპოტენციის საწინააღმდეგო პრეპარატი „ვიაგრა“ შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენონ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კლივლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 7,2 მილიონი ადამიანის 6-წლიანი სამედიცინო ისტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ „ვიაგრას“ მომხმარებლებს შორის ალცჰაიმერით დაავადების შემთხვევები გაცილებით იშვიათად ფიქსირდება.

ლაბორატორიული ცდების დროს კი დამტკიცდა, რომ „ვიაგრის“ მაღალი დოზები ტვინის უჯრედების ზრდას იწვევს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები დამაიმედებელია, თუმცა მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის დამატებითი ტესტებია საჭირო. ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ უკვე არსებული მედიკამენტის ახალი დანიშნულებით გამოყენება გაცილებით მარტივია, ვიდრე დაავადების სამკურნალოდ ახალი პრეპარატის შექმნა.