ბორის და კერი ჯონსონები მეორე შვილის მშობლები გახდნენ

ბორის და კერი ჯონსონები მეორე შვილის მშობლები გახდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე მეორე შვილის - გოგოს მშობლები გახდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.

კერი ჯონსონმა ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმშობიარა. მეორე ბავშვზე ორსულობის შესახებ მათ ინფორმაცია ზაფხულში გაავრცელეს.

ჯონსონების პირველი შვილი 2020 წლის 29 აპრილს გაჩნდა.