დემნა გვასალია პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ სახელს გამოიყენებს

დემნა გვასალია პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ სახელს გამოიყენებს

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი და “ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ექსცენტრიული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს.

როგორც უცხოური გამოცემები ხუმრობენ, ქართველ დიზაინერზე ამერიკელ რეპერთან ქანიე უესტთან ურთიერთობამ უკვე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა სახელი Ye-ედ შეიცვალა, დემნა გვასალიამ გადაწყვიტა, რომ პროფესიულ საქმიანობაში მოიხსენიონ, როგორც უბრალოდ დემნა.

ქართველ დიზაინერს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.