ზენდეია და ტომ ჰოლანდი წითელ ხალიჩაზე წყვილის სტატუსით პირველად გამოჩნდნენ

ზენდეია და ტომ ჰოლანდი წითელ ხალიჩაზე წყვილის სტატუსით პირველად გამოჩნდნენ

გასული შაბათ-კვირა ტომ ჰოლანდისა და ზენდეიასთვის საკმაოდ დატვირთული იყო, რადგან ბევრ საჯარო ღონისძიებას დაესწრნენ.

შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ამაში ახალი არაფერია, რადგან ზენდეია და ტომი ღონისძიებებში, პრემიერებსა თუ ერთობლივ ინტერვიუებში აქამდეც ხშირად მონაწილეობდნენ.

თუმცა მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ მათი სასიყვარულო ურთიერთობის დადასტურების შემდეგ ისინი წითელ ხალიჩაზე კვირა საღამოს პირველად გამოჩნდნენ. ამ მოვლენას შესაფერისი გარემოც უწყობდა ხელს, რადგან ისინი მათი ერთობლივი ფილმის Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფანების უმრავლესობა დიდი ხანი ვარაუდობდა, რომ მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო, Spider-Man: No Way Home-ის პრემიერა ოფიციალურად პირველ ღონისძიებად ითვლება, რომელზეც მსახიობები წყვილის სტატუსით გამოჩნდნენ.

ზენდეიამ და ტომმა GQ-სთან ინტერვიუში აღიარეს, რომ ერთმანეთს ხვდებიან და მათი ურთიერთობაც ოფიციალურად დაადასტურეს. ინტერვიუში წყვილმა თამამად განაცხადა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ და აქამდე სურდათ, მათი ურთიერთობებისთვის გარკვეული კონფიდენციალურობა შეენარჩუნებინათ.