ავსტრალიაში, კუნძულ ტასმანიაზე „დედამიწის შავ ყუთს“ დადგამენ. ამის შესახებ ABC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროექტი ფოლადის კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელსაც მალე მყარი დისკებით აავსებენ. მათზე ჩაიწერება ინფორმაცია და სამეცნიერო მონაცემები დედამიწის პრობლემების შესახებ.
ინფორმაციის მატარებლებზე ჩაწერენ ცნობებს კლიმატის ცვლილების, სახეობების გადაშენების, გარემოს დაბინძურების შესახებ. შემდეგ ამ მონაცემებს კონსტრუქციაში მოათავსებენ, რომელიც მომავალი თაობებისთვის ერთგვარ არქივად იქცევა. მათ საშუალება ექნებათ მიიღონ დისკებზე ჩაწერილი ინფორმაცია და გაიგონ რა მოხდა პლანეტაზე.
„თუ კარდინალურად არ შევცვლით ჩვენი ცხოვრების წესს, კლიმატის ცვლილება და სხვა საფრთხეები ჩვენი ცივილიზაციის კრახს გამოიწვევს. დედამიწის შავი ყუთი ამ კატასტროფის გზაზე ჩვენს თითოეულ ნაბიჯს ჩაიწერს“, - აღნიშნულია პროექტის ვებგვერდზე.