გურამ მაჭარაშვილი ნიკა მელიას განცხადებაზე: ზოგიერთები, ამ პარტიაშიც კი ხვდებიან, რომ, მხოლოდ რადიკალური პროცესებით, საკუთარი პარტიის მართვა არ შეიძლება

გურამ მაჭარაშვილი ნიკა მელიას განცხადებაზე: ზოგიერთები, ამ პარტიაშიც კი ხვდებიან, რომ, მხოლოდ რადიკალური პროცესებით, საკუთარი პარტიის მართვა არ შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება უკვე არა მხოლოდ ამ პარტიის წევრებისთვის, არამედ სხვა პარტიებისთვისაც ცხადია.

„ნიკა მელია აანონსებს, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა შეცვალოს და მერე სააკაშვილი გაათავისუფლოს, მაგრამ ზოგიერთები, ამ პარტიაშიც კი ხვდებიან, რომ, მხოლოდ რადიკალური პროცესებით, საკუთარი პარტიის მართვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, დანარჩენმა პარტიებმა ის მაინც უნდა დაინახონ, რომ თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აშკარა დაპირისპირებაა“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ზღვარზეა. ნიკა მელიას განცხადება „ქართულ ოცნებას“ იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისივე პარტიისთვის ტვირთად იქცა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა დაამხოს და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი სააკაშვილის პატიმრობიდან გამოხსნა.