ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის აღდგენის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აფლეკმა მისი და ლოპესის ურთიერთობებს „სიყვარულის დიდებული ისტორია“ უწოდა.
„ნამდვილად, ეს იყო შესანიშნავი გადაწყვეტილება - საყვარელ ქალს დავუბრუნდი. ახლა შემიძლია სიყვარულის ამ დიდებული ისტორიის შესახებ მთელ მსოფლიოს ვუამბო. შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ჯერზე ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა, იმიტომ რომ ახლა უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს. მე ძალიან იღბლიანი ვარ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი პირველ შანსსაც კი ვერ იღებს, მე კი მეორე შანსი მივიღე და გამოვიყენე“, - აცხადებს აფლეკი.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 17 წლის წინ დაშორდნენ. მათ ურთიერთობა ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ აღადგინეს, რაც მომღერალი საქმროს, ალექს როდრიგესს დაშორდა.