გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ ხელოვანებს: სად იყავით, როცა ხალხს დაუნდობლად ეპყრობოდნენ, არ გაინტერესებდათ?

გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ ხელოვანებს: სად იყავით, როცა ხალხს დაუნდობლად ეპყრობოდნენ, არ გაინტერესებდათ?

„ქართული ოცნების“ ღირსების საქმეა, რომ ბატონ სააკაშვილს ქართულ ციხეში არცერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდეს. ყოველთვის მახსენდება, რაც ივანიშვილმა თქვა, როდესაც 2012 წელს ეს უბედურება დავასრულეთ ამ ქვეყანაში - ისე არ უნდა მოვექცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, როგორც ისინი გვექცეოდნენ ჩვენ, - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან იმ ხელოვანებსაც მიმართა, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერ მიმართვებს აწერდნენ ხელს.

„არცერთი მათგანი არ მახსოვს ხმაამოღებული, როდესაც ხალხს პირდაპირ თბილისის ქუჩებში ხოცავდნენ. ვერ ვიხსენებ. სიას ვკითხულობ და გული სისხლისგან მეცლება. სად იყავით, როცა ამ ხალხს დაუნდობლად ეპყრობოდნენ? სად იყავით, არ გაინტერესებდათ? არავინ გაინტერესებდათ? არც გირგვლიანი, არც რობაქიძე, არც ვაზაგაშვილი, არც სულხან მოლაშვილი, არც სერგო თეთრაძე?“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.