სილვესტერ სტალონემ გერმანიაში თავისი ნახატების გამოფენა გახსნა

სილვესტერ სტალონემ გერმანიაში თავისი ნახატების გამოფენა გახსნა

ჰოლივუდის მსახიობი, სილვესტერ სტალონე გერმანიის ქალაქ ჰაგენში ჩავიდა, სადაც მისი ნახატების გამოფენა გაიხსნა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ექსპოზიცია მსახიობის იუბილეს ეძღვნება - წელს სტალონეს 75 წელი შეუსრულდა. ჰაგენის მუზეუმში მისი 50 ნახატი ჩაიტანეს. მათ შორისაა ავტოპორტრეტები და ახალგაზრდობის დროინდელი ნამუშევრები, რომელიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.

მანამდე სილვესტერ სტალონეს ნახატების გამოფენა სანქტ-პეტერბურგსა და ნიცაში გაიმართა.