სემეკი, კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის გაფორმებული შეთანხმების მხარეა

სემეკი, კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის გაფორმებული შეთანხმების მხარეა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის შეთანხმებას, რომელიც შეეხება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების, კონკურენციის პოპულარიზაციისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას. 

შეთანხმების ხელმომწერი პირები არიან კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელი ვახტანგ აბაშიძე. 

 ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტის მიზანია - ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარდება, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ საქმეებს, მიღებულ შედეგებს,  გამოწვევებს განიხილავენ. ასევე, მომზადდება ზოგადი კონკურენტული გარემოს ანალიზი უწყებებს დაქვემდებარებულ სფეროებთან მიმართებაში. შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს - ღონისძიება ჩატარდეს ყოველი წლის დეკემბრის თვეში,  კონკურენციის მსოფლიო დღის პარალელურად.