დმიტრო კულებამ და ჟოზეფ ბორელმა რუსეთის შეკავების აუცილებლობის საკითხი განიხილეს

დმიტრო კულებამ და ჟოზეფ ბორელმა რუსეთის შეკავების აუცილებლობის საკითხი განიხილეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთის შეკავების აუცილებლობის საკითხი განიხილეს.

„რუსეთის შეკავების აუცილებლობა და კონკრეტულ ეკონომიკურ შეზღუდვებზე მუშაობის დაჩქარება განვიხილეთ, რომელიც რუსეთის ეკონომიკას დარტყმას მიაყენებს, თუ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი ეტაპის დაწყებას გადაწყვეტს“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე.

1-ელ დეკემბერს, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დადგება უკრაინის გვერდით მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის ნებისმიერი მცდელობის წინაშე.