დონალდ ტრამპი: პირველი დღიდანვე არ მომწონდა მეგან მარკლი - მან ჰარი საშინლად გამოიყენა და ჰარი ოდესმე ინანებს ამას

დონალდ ტრამპი: პირველი დღიდანვე არ მომწონდა მეგან მარკლი - მან ჰარი საშინლად გამოიყენა და ჰარი ოდესმე ინანებს ამას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი პრინც ჰარის გამოყენებასა და დედოფლის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„მეგან მარკლის ფანი არ ვარ. პირველი დღიდანვე არ მომწონდა. ვფიქრობ, რომ მან ჰარი საშინლად გამოიყენა და ჰარი ოდესმე ინანებს ამას“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში.

დონალდ ტრამპის თქმით, ამან გააფუჭა პრინც ჰარის ურთიერთობა ოჯახთან და დედოფალს ტკივილი მიაყენა.

„მეგან ცდილობს გააკეთოს ისეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან შეუსაბამოა. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან უპატივცემულოდ ექცევა სამეფო ოჯახს და განსაკუთრებით, დედოფალს“, - განაცხადა მან.