ყველა მაყურებელი ყველა ფილმისგან როდი ელის რაღაც ინოვაციურ იდეას, განსაკუთრებულ სათქმელსა და უნიკალურ სიუჟეტს — უმეტესად დროის მოსაკლავად მცირედითაც ვკმაყოფილდებით ხოლმე.
თუმცა ხანდახან ფილმების შემოქმედები იმდენად ზარმაცობენ (ან უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ), რომ ერთი და იმავეს გამეორებით თავს გაბეზრებენ ან საუკეთესო შემთხვევაში ამის გამო გაცინებენ კიდეც.
მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ სექსის სცენა, რომელსაც ბევრ ფილმსა თუ სერიალში შეხვდებით და გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ თითქმის ყველა ერთმანეთს მეტისმეტად ჰგავს.
თითქოს ამაში დიდად პრობლემური არც არაფერია, მაგრამ ხშირად ფილმები, როგორც პოპკულტურის სხვა ყველა პროდუქტი, სხვადასხვა საკითხზე ჩვენი წარმოდგენების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას და მათ შორის სექსის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებებზეც.
ახლა სწორედ მაყურებლების მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე მაგალითს გვთავაზობთ, თუ რას გვაჩვენებენ არარეალისტურად ან დამახინჯებულად ფილმებში სექსზე:
1. სიტყვიერი შეთანხმება საჭირო არ არის: შემთხვევით შეხვედრილმა ორმა უცნობმა ადამიანმაც კი მზერით შეიძლება მიახვედროს ერთმანეთს, თუ რა უნდათ ერთდროულად იმ წამს
2. ტანსაცმლის გახდა ყოველთვის უმარტივესი და ამავდროულად სექსუალური პროცესი ჩანს, როცა რეალობაში სექსის ერთ-ერთი ყველაზე მოუხერხებელი ნაწილია ხოლმე
3. ფილმებში შხაპის დროს სექსი იმდენად მარტივი ჩანს, რომ ფეხი ერთხელაც კი არავის აუსრიალდება
4. მოფერებით შემზადება არავის ესაჭიროება, ყველა მაშინვე მზადაა სექსისთვის
5. ლუბრიკანტი რატომღაც არასდროს არავის სჭირდება
6. ყველა ისე ხვნეშის და კვნესის, გეგონება, როზგავენო
7. ფილმების სამყაროში ყველა ქალისთვის ორგაზმის მიღწევა უმარტივესია: შეიძლება 15 წამიც არ დასჭირდეთ
8. აი, ის სცენა, როცა ყველაფერი მორჩება და ბალიშზე მიესვენებიან
9. სექსის შემდეგ არავინ იყენებს ხელსახოცს და არც ტუალეტში გადის
10. დილით გაღვიძებისას კბილების გახეხვა არავის ადარდებს, უპრობლემოდ კოცნიან ხოლმე ერთმანეთს