გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედი მხოლოდ ორი ადამიანისგან შემავალ სატელეფონო ზარებს პასუხობს, - ამის შესახებ Fox News-ი სამეფო ექსპერტის, ჯონათან საკერდოტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
როგორც ირკვევა, მონარქთან ყოველგვარი წინაღობის გარეშე დარეკვა მხოლოდ ქალიშვილს, პრინცესა ანასა და ცხენებისა და დოღის საკითხებში სამეფო კარის მენეჯერს, ჯონ უორენს შეუძლიათ.
საკერდოტი ასევე ამბობს, რომ დედოფალს Samsung-ის ტელეფონი აქვს, რომელიც დაცულია ჰაკერების თავდასხმისგან.