ჯარედ ლეტო ამბობს, რომ Thirty Seconds To Mars-მა ლოკდაუნის დროს 200 ახალი სიმღერა დაწერა

ჯარედ ლეტო ამბობს, რომ Thirty Seconds To Mars-მა ლოკდაუნის დროს 200 ახალი სიმღერა დაწერა

ჯარედ ლეტომ განაცხადა, რომ Thirty Seconds To Mars-მა ​​მომავალი ალბომისთვის დაახლოებით 200 ახალი სიმღერა დაწერა.

მუსიკოსი NME-ს ასევე ესაუბრა რიდლი სკოტის ახალ ფილმზე „გუჩის სახლი“, რომელშიც ის პაოლო გუჩის როლს ასრულებს ლედი გაგასთან, ადამ დრაივერთან და ხსვებთან ერთად.

ფილმის 70-80-იანი წლების საუნდტრეკის, მათ შორის Eurythmics-ის, Blondie-ისა და George Michael-ის სიმღერების განხილვისას ლეტომ განმარტა, რომ იმ ეპოქის, იტალიური ჰიტების მოსმენამ მისთვის „შთაგონების ჭა“ შექმნა.

„ასეთი ბგერები ნამდვილად არის ახალ ალბომში. ჩემი პირველი ინსტრუმენტი იყო Roland Juno 106, რომელიც 80-იანი წლების სინთეზატორია. ეს ხმები ძალიან ნოსტალგიურია. ეს ხმები გარკვეულწილად არის ჩადებული ჩვენს ფსიქიკაში და ისინი მართლაც პირდაპირ საუბრობენ ჩვენს გულთან. ისინი გვაბრუნებენ იმ ფილმებთან, რომლებზეც გავიზარდეთ“, - განაცხადა ლეტომ.

მისი თქმით Thirty Seconds To Mars-მა ლოკდაუნის დროს დაახლოებით 200 სიმღერა დაწერა.

„ასე რომ, ჩვენ ახლა ამდენი ახალი სიმღერა. ნამდვილად ვისარგებლეთ იმ დროით, როდესაც ყველაფერი ჩაკეტილი იყო. ჩვენ დავიღალეთ და დავიწყეთ წერა“, - განაცხადა ლეტომ.