მამის ნაკვალევზე?

მამის ნაკვალევზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი ოპოზიციას ღიად დაუპირისპირდა.

„ფაქტობრივად, უკვე ნებით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ რა მაგარი იქნება ეს (მიხეილ სააკაშვილი) მართლა რომ მოკვდეს. რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ და ამათ დედას ვუტირებთ... მე აქ არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი. ტელევიზიიდანაც ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“, – განაცხადა უმცროსმა სააკაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

ნიშნავს თუ არა ედუარდ სააკაშვილის გააქტიურება „ნაციონალური მოძრაბის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიიდან ჩამოცილებას და ვიხილავთ თუ არა უმცროსს სააკაშვილს პოლიტიკაში? - ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.

ესპერტთა ნაწილი თანხმდება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას როლი საკმაოდ შემცირდა და არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, შვილი პარტიის თავმჯდომარედ გაამწესოს.

„ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი ანომალია გვაქვს, როგორიც არის უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა. ის, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერია, ამაზე ეჭვიც არ არსებობს. უბრალოდ, ნიკა მელია არის ნომინალური ლიდერი, რომელიც ამ ბოლო დროს „ნაცმოძრაობიდან“ და სააკაშვილის ოჯახიდანაც საკმაოდ გაკიცხულია. ის რომ მელიას პარტიის ლიდერობის მოკლე პერიოდი აქვს დარჩენილი, ესეც ფაქტია. წესით, მელია სხვა პარტიაში არ უნდა წავიდეს. ისმის მოსაზრებები, რომ „ლელოში“ გადადის. 2%-იან „ლელოში“ რა უნდა, სადაც ამბიციური მამუკა ხაზარაძეა და, რომელიც მას ლიდერობას ნამდვილად არ დაუთმობს. თუ ნიკა მელიას პოლიტიკაში დარჩენა უნდა, ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ ახალი პარტია შექმნას და თან წაიყვანოს თავისი თანამოაზრეები, რომლებიც წლის დასაწყისში პარტიაში მიიყვანა. ის რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია - ეს ანომალიაა, იმიტომ რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ერეოდეს. თუმცა, ნიკა მელიას შემცვლელი ვინ იქნება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილი მაინც რჩება დომინანტად ამ პარტიაში“, - გვითხრა ექსპერტმა, გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ სააკაშვილს, მეორე სააკაშვილი ჩაანაცვლებს, თუ არა, უფროსი სააკაშვილი მაინც პარტიის დირიჟორად დარჩება.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მითოლოგიური პერსონის პარტიად გადაიქცა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ მან თავისი შვილი პარტიის თავმჯდომარედ გაუშვას. ოფიციალურად, ვხედავთ, რომ მისი დედაც აქტიურობს და ვხედავთ, რა განცხადებებს აკეთებს და ამიტომაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოჯახურ პარტიად გადაიქცა. მეორე საკითხია თავად ედუარდ სააკაშვილი რამდენად შეძლებს პარტიის რეაბილიტაციას, ან პარტიის რეპუტაციის ამაღლებას. საერთო ჯამში, არაფერი არ იცვლება თუ ერთ სააკაშვილს მეორე სააკაშვილი ჩაანაცვლებს - ერთი სააკაშვილი, რომელიც ციხეში იქნება, დირიჟორის როლში მოგვევლინება“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.

აღნიშნულ საკითხზე ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„არ ვფიქრობ, რომ ედუარდ სააკაშვილს პოლიტიკაში მოსვლა სურდეს, რადგან ის თავის საქმიანობაში საკმაოდ წარმატებულია. უბრალოდ, მამას სოლიდარობა გამოუცხადა“.

 

Serapina ამ შემთხვევაში, არც უფროსი და არც, უმცროსი სააკაშვილი არ მაინტერესებს.
ახლავე დავწერ, რაც მაინტერესებს და ვთვლი, რომ ყველა მოაზროვნე ქართველს უნდა გვაინტერესებდეს...
მართალია მე ფეისბუკის აქტიური მომხმარებელი არ ვარ. საერთოდ არ ვწერ იქ არაფერს... მაგრამ , თუ სადმე მოაზროვნე მეგობარი მყავს და რაიმე პოლიტიკურ ანალიზს, ანეკდოტს თუ ჭკვიანურ მინიშნებას გააკეთებს,მაშინვე ბლოკავენ.
სამაგიეროდ, ტონობით ნახავთ ვიღაც ტროლებ/ბოტების სისულელეებს.
აუცილებლად იქნება იმის მექანიზმები, რომ ვიღაცის მოპრიანებაზე არ დაიბლოკონ ადამიანები. რა უბედურებაა რომელი საუკუნეა?!
1 თვის უკან
trampi ფეისბუქის ადგილობრივი დირეხხხხხხხხხხხხხხტორი კინწურაშვილია......მაგის დილიხორზეა ყველაფერი .......მაგას ,,დაელაპარაკე,, .....................
მალალეტკობის დროს ,,დრონი,,- შიც მუშაობდა...... მაგრამ იქ ვერაფერი ვერ ისწავლა ......არა შეჯდა მწყერი ხესაო ...
1 თვის უკან