„შესაძლებელია აფხაზეთის სახით მივითოთ მეორე ყირიმი, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს 5 წლის შემდეგ, როცა ინალ არძინბა გახდება პრეზიდენტი“

„შესაძლებელია აფხაზეთის სახით მივითოთ მეორე ყირიმი, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს 5 წლის შემდეგ, როცა ინალ არძინბა გახდება პრეზიდენტი“

ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძლება რუსეთის მოქალაქეებმაც შეიძინონ. პირველი განცხადება ასლან ბჟანიამ უკვე გააკეთა, თუმცა „ოფიცალურ“ დონეზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. დე-ფაქტო პრეზიდენტმა კიდევ ერთი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრად კრემლის ერთგული ინალ არძინბა დანიშნა. ის რუსეთის საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

2014 წლიდან იგი კრემლში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ, იგი დსთ-სთან, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობებში პრეზიდენტ პუტინის მაშინდელი თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის, თანაშემწე იყო და ამ რანგში, არძინბა უკრაინასთან, მათ შორის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან ურთიერთობებს კურირებდა. 2015 წლის ოქტომბერში კიევმა 31 წლის ინალ არძინბას დაპატიმრებაზე ორდერი გასცა. ბრალად ედებოდა ოდესის რეგიონის ტერიტორიაზე სეპარატისტული რეგიონის „ბესარაბიას“ შექმნა.

ვინ არის ინალ არძინმა და რა შედეგით დასრულდება ბჟანიას სკანდალური გადაწყვეტილება? - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

ბჟანიამ დაუშვა, რომ აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძლება რუსეთის მოქალაქეებმაც შეიძინონ, ეს პროცესი შემდეგში რამდენად რთული შეიძლება აღმოჩნდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უძრავი ქონების რუსეთისთვის გადაცემის პროცესს?

პაატა ზაქარეიშვილი: საკმაოდ რთული შეიძლება აღმოჩნდეს. იმიტომ რომ, აფხაზეთში არავის არ მოსწონებია ბჟანიას გადაწყვეტილება. ნაწილი გაჩუმდა და მიხვდა, რომ რუსეთი ამ საკითხს პრინციპულად უდგება. მაგრამ ვინც ხმა ამოიღო, ყველამ პრინციპულად განაცხადა, რომ ეს დაუშვებელია. რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის ნებართვა მხოლოდ დროებითია, მხოლოდ სიტყვებია და მოსალოდნელია, რომ ამან გამოიწვიოს ვნებათაღელვა საზოგადოებაში. იმიტომ რომ, ვინც კი ხმა ამოიღო, ყველა წინააღმდეგია და პრინციპულად განაცხადეს, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთო. დიდი ნაწილი ჩუმად არის და ხვდება, რომ აზრი არ აქვს. ვფიქრობ, ამ საკითხზე იქნება პრინციპული ვნებათაღელვა.

უძრავი ქონება შეიძლება შეიძინოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ბუნებრივია, იგულისხმება რუსეთი, ამას აკეთებენ, მაგრამ ძალიან რთულად. მაგრამ, რაკი ბჟანიამ ეს ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, ახლა ელოდება შემდეგ ნაბიჯებს.

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? საცხოვრებელი სახლების შეძენის შესახებ იქნება განკარგულება გამოცემული, თუ კანონში იქნება ცვლილება ე.წ. მთავრობის სხდომაზე?

- შეიძლება მიღებული იქნას გადაწყვეტილება. შეიძლება უბრალოდ, შეამზადა აფხაზი საზოგადოება. ჯერჯერობით ყველა ჩასაფრებულია და ელოდება, რა შედეგით დასრულდება.

როგორ ფიქრობთ, რამ აიძულა ბჟანია შეეცვალა გადაწყვეტილება და გაეკეთებინა ეს ბუნდოვანი განცხადება? წარმოუდგენელია ბჟანია ვერ აცნობიერებდეს ამ საკითხის სიმწვავეს და უკურეაქციას...

- რუსეთი ახრჩობს აფხაზეთს. წელავს ყველაფერს, მათ შორის არის ხელფასების და პენსიების საკითხი. აშკარად, ძალიან უტიფრად იქცევა რუსეთი და ახლა ბჟანიას რიგი მოვიდა, რომ ამ მიმართულებით რაღაცა ნაბიჯი გადადგას, ან უნდა თქვას -  არა, რომელიც ძვირად დაუჯდება და შეიძლება ამ რისკზეც წავიდეს და დატოვოს ხელისუფლება. მეორე მხრივ ყველა ხედავს, რომ რუსეთი ახრჩობს აფხაზეთს და რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ მიმართულებით, სხვაგვარად, რუსეთი არ დაეხმარება სხვა მიმართულებით - უფრო და უფრო კატეგორიულ პირობებს უყენებს.

ამ ყველაფერს დაემთხვა ინალ არძინბას დანაიშვნა, მას გვარი აქვს მხოლოდ აფხაზური, თორემ რეალურად პირველი რუსი მმართველია...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. აშკარაა, რომ რუსეთი უტევს და ახლა ბოლო მომენტი აქვს, რაღაცა უნდა აითვისოს. თქვენ ბელორუსი ახსენეთ, ბელორუსი ხალხი, როგორც უკრაინელი ხალხი, გაყოფილი არ არის პრორუსულად და პროუკრაინულად. იქ ერთი ნაცია არის, მათ არ უნდათ ლუკაშენკო. არ არიან რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგი, მაგრამ რუსეთთან შეერთების მომხრეები ნამდვილად არ არიან. რუსეთი აშკარად ჩქარობს, რომ მერე გვიანი არ იყოს. თუ არ გაამრთლა არძინბამ და უძრავი ქონების გადაცემამ, გაჩერდება და დაელოდება ახალ დროს. მაგრამ ახლა მოვიდა დრო, რათა ფეხი დააჭიროს აფხაზებს. თუ ისინი შეეწინააღმდეგებიან, შეეცდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, ან დაელოდოს მოვლენების განვითარებას.

ამ პროცესში ინალ არძინბა არის მაშველი რგოლი რუსეთისთვის, რომელიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს, ვიდრე პროაფხაზურს...

- რა თქმა უნდა, ცალსახად ნათელი და მკაფიოა, იმიტომ დაინიშინა ამ თანამდებობაზე. როგორც იქნა გაიზარდა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობით არ შემოიფარგლება და პრეზიდენტობაზე ექნება გათვლა. პრეზიდენტობისთვის ამზადებენ, მან გააკეთა მკაფიო განცხადებები, გამორიცხა ქართულ მხარესთან ურთიერთობა, გარდა ჟენევის ფორმატისა. სამწუხაროდ, ერთი წლის წინ გავუშვით შანსები, როცა აფხაზები ითხოვდნენ ჟენევის გარდა სხვაგან დალაპარაკებას, მაგრამ ჩვენ გავუშვით ეს შანსები. რა თქმა უნდა, მას მოამზადებენ როგორც პირველ რუს ჩინოვნიკს. ის გაიზარდა რუსეთში, პუტინის კარზე. ნეოიმპერიალისტური ამბიცები აქვს.

რთული და ამავე დროს საინტერესო პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთში, მაგრამ თვითონ აფხაზები არ არიან მორჩილები, მაგალითად, ისევე როგორც ოსები. რამდენად მიიღებენ არძინბას აფხაზები? ვიცით, რომ ბევრჯერ დაუპირისპირდა აფხაზი ხალხი რუსეთიდან გამოგზავნილ კადრებს, ანგარიში არ გაუწია...

- გეთანხმებით, მაგრამ ხალხიც ხომ იცვლება, იღლება, ბერდება. ახალი თაობა მოდის და მოვიდა არძინბას სახით, რომელიც პრორუსი კი არა, რუსია. შესაბამისად, აქამდე აფხაზები თუ ცდილობდნენ აფხაზური პოლიტიკა გაეტარებინათ რუსული პოლიტიკის გათვალისწინებით, ახლა პირიქით - მოხდება რუსული პოლიტიკის გატარება, აფხაზური პოლიტიკის გათვალისწინებით - როლები შეიცვლება. ახლგაზრდობა ხვდება, რომ დამოუკიდებლობის შანსები არ აქვთ, არც საქართველო და არც რუსეთი არ ფიქრობს რეალურ დამოუკიდებლობაზე. მათი მთავარი ამოცანაა, კარგად მიეყიდონ რუსეთს და ძვირად დაუჯინონ ანექსია. ვგულისხმობ არა სისხლისღვრას, არამედ ფულს.

რატომღაც რუსეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბელორუსის მიერ აფხაზეთის აღიარებას. ბელორუსი თანდათანობით უერთდება რუსეთს, ელოდებით, რომ ლუკაშენკომ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება და აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა? ფაქტია ისიც, რომ ლუკაშენკო ცდილობს დამოუკდებელი თამაში ითამაშოს...

- ლუკაშენკოს თავისი თამაში აქვს და ეს არ არის რუსული თამაში, ეს არის ლუკაშენკოს თამაში. მაგრამ თუ მის თამაშში ჩაიწერა აფხაზეთის აღიარება, ის ამას გააკეთებს ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე, თან ისე, რომ ქართველებს დააბრალებს. ასე მგონია, რომ ეს შეიძლება მოხდეს, არ იქნება კარგი, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი კატასტროფა, როგორიც რუსეთის აღიარება იყო. ჩემთვის ყველაზე მიუღებელია ის, რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ საერთო ენა აფხაზებთან, ვერ გავუგეთ მათ, როცა ჩვენთან კავშირი უნდოდათ. ეს უფრო დიდი შეცდომაა, დაკარგული შანსებია, ვიდრე ბელორუსის აღიარება.

ჩვენ აღიარებაზე გვაქვს გართულება და რატომღაც გვავიწყდება, რომ აღიარებაზე დიდი პრობლემაა ანექსია. მთელი ჩვენი პრობლემა მიმართულია არაღიარებაზე, როცა მიმართული უნდა იყოს ანტიანექსირებაზე. რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ბელორუსმა რომც აღიაროს, არ იქნება კარგი, მაგრამ უფრო მძიმე იქნება ანექსია და მთელი ეს აღიარება იქნება ბლეფი. ამ ყველაფრის ფონზე მგონია, რომ რუსეთი სხვა მიმართულებით გვიტყუებს, ქმნის აღიარების ილუზიას და სინამდვილეში ახდენს ანექსიას.

ადრე თუ გვინა, ეს მოხდება, ისევე როგორც ყირიმში. სამწუხაროდ, ჩვენ არაფერს არ ვთავაზობთ აფხაზებს. საჭიროა აფხაზებთან მუდმივი ურთიერთობა, კონტაქტი, რათა გავარკვიოთ რა პრობლემები აქვთ, რა პრობლემების გადაწყვეტა უნდათ. ჩვენ მათ ადამიანებად არ ვთვლით. ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ რუსეთის ნაწილი და უნდა ელაპარაკოთ რუსეთს. შესაბამისად, მივიღეთ ის, რასაც ველოდით.

ჩვენ თვითონ შევქმენით ის მონსტრი, როცა რუსეთი ლაპარაკობს ჩვენს ნაცვლად, ეს გვინდოდა და მივიღეთ. შარშან, როდესაც რუსეთმა ხელი მოაწერა სომხეთისა და ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებას, მესამე დღეს ხელი მოაწერა ბჟანიასთან. ამით მორჩა, მათი პოლიტიკიდან ამოიღეს საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკა. უკვე დღეს ისინი აღარ ფიქრობენ ჩვენთან ლაპარაკზე.

შესაძლებელია აფხაზეთის სახით მივითოთ მეორე ყირიმი?

- რა თქმა უნდა და აქეთკენ მიჰყავს პროცესები რუსეთს. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს 5 წლის შემდეგ, როცა ინალ არძინბა გახდება პრეზიდენტი. ჯერ მოსალოდნელი არ არის. რუსეთი ელოდება ძველი თაობის წასვლას. აგერ არძინბა არის ახალი თაობა, 2 წლის იყო როცა ომი დაიწყო და არაფერი საერთო არ აქვს კონფლიქტთან. ახალი თაობაა, ახალი მენტალობით და ხედვით. ეს არ არის პრორუსული ხედვები, ეს არის რუსული ხედვები.

გამოსავალი რა არის? - გამოსავალი თუ არის ორი სახელმწიფო და არავითარი მესამე, ისინი ყირიმის შემდეგ მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლობის არავითარი შანსი არ არის. გამორიცხულია, რუსეთი შავ ზღვაზე არ დაუშვებს ახალ სახელმწიფოს, მით უმეტს მისი კონტროლის ქვეშ როცა არის. აფხაზებმაც იციან, რომ რუსეთი შავ ზღვაზე სხვა სახელმწიფოს არ დაუშვებს და ამიტომ ნებდებიან.

 

trampi ერთი ამ უტვინოებს დამიხედეთ.....
ბრმა რასა ჩიოდა და ორთავ თვალებსაო .......ეგრე იქნება, ეგრე!!! რად უნდა ამას დიდი მარჩიელობა??...
ან თქვენ რააა, მაგაში ოდნავ მაინც ეჭვი გეპარებაათ, რომ მასე იქნებააა??
კაცმა რადენჯერმე სახალხოდ თქვა--გვითხრა ..... მოდი დავილაპარაკოთ--- გინდათ გინდათ ....... არადა თეკლესო
ვინ დაუშლის მაგის გაკეთებას პუტინს?/---, მიშას მეგობრებიიი?? ..(რომლებიც ყველანაირად ცდილობენ რომ რუსეთს არ დაველაპარაკოოთ?? )
რას ელოდებით?? ........... მანამ პუტინი სახალხოდ არ გეტყვით .... მოდით ოღონდ დავილაპარაკოთ და ფეშქაშად ციმბირსაც გჩუქნითოოოო?/...ესეეე??
....აბა რას ელოდებით ??
ძნელია რუსთთან დალაპარაკებაო....მატყუარაააო..
.დიახაც ძნელია ...... ადვილი კიდევ როგორც ჯაბა ამბობდა ლობიოს ჭამააა ...ზუსტად ბიჭობაც ეგააა მაგ ჩათლახს დაელაპარაკოთ და რაღაცა გამოცხვეს და................ არ გავკარი ყველა ამერიკელს და ევროპელს ერთაად!!!!!!!!!
იყვნენ ესენი კიდევ ესე დებილებივით გაღიმებულები ---- რას იზამს პუტინი ნახეთ...... აფხაზეთს კი არა სამაჩაბლოსაც ზედ მიაყოლებს
ვის ეჭიმებით ვისსს?პუტინმა სირია ამერიკს პირდაპირ პირიდან გამოგლიჯა, აფხაზეთს რაღას უზამს??......
ჰოოდა აიღეთ ეხლა კალკულატორი და იანგარიშეთ ------- ერთი ბუ ანადგურებს 5 თაგვს.... რადენი ...და ასე შემდეგ
ქსპერტი კი არა ........................................................ ბუუუუღღღღღალტერი......
ნიკა ჩიტიძის ექსპერტობა არ დაგეკარგოთ კიედევ ................
ბბუუუუუუუღღღღღღღღღღღღალტრები .......
1 თვის უკან