ნახატი, რომელიც ოთხი წლის წინ ამერიკელმა კაცმა, მასაჩუსეტსში ერთ-ერთ ბაზრობაზე 30 დოლარად შეიძინა, რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუში აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Hypebeast-ი წერს.
მყიდველს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ნახატი უბრალოდ ხარისხიანად შესრულებული სტილიზაცია ეგონა, თუმცა ბრიტანეთისა და ვენის მუზეუმის წამყვანმა სპეციალისტებმა უკვე დაადასტურეს, რომ ნახატი გერმანელი მხატვრის, ალბრეხტ დიურერის მიერაა შესრულებული.
ანალიზის მიხედვით, ნახატი დაახლოებით 1503 წელს არის შესრულებელი და მისი ნამდვილი ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.