ალექსანდრე ლუკაშენკო პოლონეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, მიგრანტები გერმანიაში გაატაროს

ალექსანდრე ლუკაშენკო პოლონეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, მიგრანტები გერმანიაში გაატაროს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო პოლონეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, მიგრანტები გერმანიაში გაატაროს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა საზღვარზე მიგრანტების ბანაკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვაპირებთ თამაშს ან პოლიტიკის გაკეთებას ლტოლვილების ბედის ხარჯზე“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსის ხელისუფლება ლტოლვილებს სამშობლოში იძულებით არ დააბრუნებს.

„არავითარ შემთხვევაში არ დაგაკავებთ, თვითმფრინავში არ ჩაგსვამთ და სამშობლოში არ დაგაბრუნებთ, თუ ამის სურვილი არ გაქვთ“, - განუცხადა მან მიგრანტებს.

8 ნოემბრიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე იმყოფება. რამდენჯერმე მათ საზღვრის გადაკვეთა სცადეს. პოლონეთი და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში მიაჩნიათ, რომ მიგრანტებს ბელარუსის მთავრობა აკონტროლებს.