პაატა მანჯგალაძე: თუ საზოგადოება თვლის, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ, ამისთვის კონკრეტული მოქმედებები იქნება საჭირო

პაატა მანჯგალაძე: თუ საზოგადოება თვლის, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ, ამისთვის კონკრეტული მოქმედებები იქნება საჭირო

თუ საზოგადოება თვლის, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ, ამისთვის კონკრეტული მოქმედებები იქნება საჭირო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„მე არ მაქვს ილუზიური დამოკიდებულება საქარველოში არსებული პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომ ხვალ ვიღაც გააღებს კარს და გამოუშვებს სააკაშვილს. ეს არის დიდხნიანი პროცესი და სჭირდება ნებისყოფის, ნერვების თამაში და საზოგადოების მობილიზება. თუ საზოგადოება თვლის, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ, ამისთვის კონკრეტული მოქმედებები იქნება საჭირო. ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა კონსტიტუციური ფორმით, მათ შორის აქციებით, უნდა მოვითხოვოთ ეს“, - აცხადებს მანჯგალაძე.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.