მიხეილ სარჯველაძე: ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იბრძვის, რომ ქვეყანაში პოლარიზების ხარისხი შენარჩუნდეს

მიხეილ სარჯველაძე: ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იბრძვის, რომ ქვეყანაში პოლარიზების ხარისხი შენარჩუნდეს

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იბრძვის, რომ ქვეყანაში პოლარიზების ხარისხი შენარჩუნდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან პოლარიზების ხარისხის შემცირებისკენ მოწოდება, სწორია.

„პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ რეალურად მოხერხდეს ინსტიტუციურად და გამართულად იფუნქციონიროს საქართველოში დემოკრატიამ. ამის ნაცვლად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა არანორმალურად იბრძვის, რომ ქვეყნაში პოლარიზების ხარისხი შენარჩუნდეს. ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობოც ამისკენ არის მომართული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.