მარინა კალიურანდი: ძალიან სასიამოვნო და დამაჯერებელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს

მარინა კალიურანდი: ძალიან სასიამოვნო და დამაჯერებელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ქართველ დეპუტატებთან შეხვედრა შეაფასა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. კალიურანდმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

„ჩვენ განვიხილეთ ქართველ დეპუტატებთან საქართველოს ევროპული გზა. ძალიან სასიამოვნო იყო და დამაჯერებელი, რომ „ქართული ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ევროპულ გზას. მეტიც, ძალიან ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ რეფორმების გატარებით საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ადრეც გითხარით, არჩევნები დასრულდა და ახლა დროა, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ნორმალურ მუშაობას დაუბრუნდეს ქვეყანა. ამაში ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის სრულყოფილ მუშაობას“, - ამბობს კალიურანდი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება და ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.