70 წლის დირდრე ვოლოვნიკი ყველაზე ასაკოვანი ქალი გახდა, ვინც კალიფორნიაში, იოსემიტის ეროვნული პარკის ცნობილი მონოლითი - მთა „ელ კაპიტანი“ დალაშქრა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ქალმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - პირველად ის „ელ კაპიტანზე“ 2017 წელს, 66 წლისა ავიდა, რისთვისაც 13 საათი დასჭირდა და მწვერვალს უკვე ღამე მიაღწია. მას შემდეგ ვოლოვნიკი „ელ კაპიტნიდან“ გაშლილი ხედების ნახვაზე ოცნებობდა. ამიტომ წელს, საკუთარ დაბადების დღეზე კიდევ ერთხელ დალაშქრა მთა და მასზე 6 საათში ავიდა, რის შემდეგაც მზის ჩასვლას უკვე „ელ კაპიტანის“ მწვერვალიდან უყურებდა.
ვერტიკალური ფერდებით ცნობილი „ელ კაპიტანის“ სიმაღლე 914 მეტრია. 1957 წლამდე მასზე ასვლა შეუძლებლად ითვლებოდა - მაშინ მთა ამერიკელმა ალპინისტმა უორენ ჰარდინგმა დალაშქრა.