პრემიერი და მთავრობა წინასაარჩევნო დაპირების შესრულების განაგრძობს, გუშინდელ ინტერვიუში ის ისეთ სენსიტიურ თემებს შეეხო, როგორიც არის უმუშევრობა, მედიკამენტების ფასები, ონლაინ-კაზინოები და ნარკოპოლიტიკა

პრემიერი და მთავრობა წინასაარჩევნო დაპირების შესრულების განაგრძობს, გუშინდელ ინტერვიუში ის ისეთ სენსიტიურ თემებს შეეხო, როგორიც არის უმუშევრობა, მედიკამენტების ფასები, ონლაინ-კაზინოები და ნარკოპოლიტიკა

,,მაშინ როცა, ოპოზიციური ტელეარხები დაკავებულები არიან ყოფილი პრეზიდენტის ყოველსაათობრივი "ჯანმრთელობის" გაშუქებით, (არა და სტაბილურია მისი მდგომარეობა) პრემიერი და მთავრობა წინასაარჩევნო დაპირების შესრულების ფარგლებში მოქმედებას განაგრძობს.’’ - ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს. 

,,მაშინ როცა, ოპოზიციური ტელეარხები დაკავებულები არიან ყოფილი პრეზიდენტის ყოველსაათობრივი "ჯანმრთელობის" გაშუქებით, (არა და სტაბილურია მისი მდგომარეობა) პრემიერი და მთავრობა წინასაარჩევნო დაპირების შესრულების ფარგლებში მოქმედებას განაგრძობს. გუშინდელ ინტერვიუში ღარიბაშვილი შეეხო ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიც არის უმუშევრობა, მედიკამენტების ფასები, ონლაინ-კაზინოები და ნარკოპოლიტიკა.

მედიკამენტების ფასები დარეგულირდება ევროპული ქვეყნების მსგავსად. ნარკოპოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, რეალიზაცია გამკაცრდება. პრემიერმა დიდი დრო დაუთმო უმუშევრობასა და სიღარიბეს ქვეყანაში. განხორციელდება public work-ის იდეა 300 000 სამუშაო ადგილის შექმნით. 1,5 მილიარდი ლარი მიედინება ონლაინ-კაზინოების ანგარიშებზე, უმეტესობა უცხოური კომპანიაა. მთავრობა აპირებს ამ საკითხის დარეგულირებას. ამ ეტაპზე გადასახადების გაზრდით და მოთამაშის ასაკის აწევით 25 წლამდე.'' - წერს ფოჩხუა facebook - ზე.