მიმდინარე წლის სექტემბერში, 33 წლის ბრაზილიელი მოდელი კრის გალერა კაცებთან ურთიერთობის აწყობის მცდელობებით დაიღალა და გადაწყვიტა, საკუთარ თავზე ექორწინა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.
საქორწინო კაბით გადაღებული ფოტო მოდელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ათასობით ქალისა და კაცისგან შეთავაზებებს იღებს, თუმცა საკუთარ თავთან განქორწინებას არ გეგმავს.
მოდელის ქორწინება 2 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. გალერას განცხადებით, მას სხვა შეუყვარდა.
„ბედნიერი ვიყავი, თუმცა შემდეგ განსაკუთრებული ადამიანი შემხვდა და შემიყვარდა“, - განაცხადა მოდელმა Mirror-თან ინტერვიუში.