თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკური ნება, გადავარჩინოთ მომავალი თაობა და ჩვენი მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმაზე, რომ დღეს ჩვენ გვყავს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება

თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკური ნება, გადავარჩინოთ მომავალი თაობა და ჩვენი მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმაზე, რომ დღეს ჩვენ გვყავს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთ ინიციატივას ეხმიანება, რაც აზარტულ თამაშებს შეეხება და წერს - „მივესალმები პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, ქვეყანაში გადაჭრას გემბლინგის - ლუდომანიის (ქცევითი ფორმით დამოკიდებულება, რომელიც აერთიანებს სათამაშო ავტომატებზე, კაზინოსა და ტოტალიზატორებზე დამოკიდებულებას) პრობლემა, რომელიც დღეს ინტერნეტსერვისზე დამოკიდებული თაობის ალტერნატიული სამყარო და არასწორი თვითდამკვიდრების გზაა“.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ყურადღებით შესწავლა სჭირდება ამიტომ, თავად მიმართავს პრემიერ ღარიბაშვილს ახალი ინიციატივით, რომ შეიქმნას ერთიანი რეესტრი თვითაკრძალვის მეთოდით, რომლითაც თავად დაწესებულებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პირზე.

დოქტორი აქვე დასძენს, რომ კაზინოს არსებობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროც და სასარგებლოც კი არის, თუმცა მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გადახედვა და გაანალიზება, მიღებული შედეგი რამდენად გადაფარავს ამ მიმართულებით გაღებულ რესურსს.

„მივესალმები პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, ქვეყანაში გადაჭრას გემბლინგის - ლუდომანიის (ქცევითი ფორმით დამოკიდებულება, რომელიც აერთიანებს სათამაშო ავტომატებზე, კაზინოსა და ტოტალიზატორებზე დამოკიდებულებას) პრობლემა, რომელიც დღეს ინტერნეტსერვისზე დამოკიდებული თაობის ალტერნატიული სამყარო და არასწორი თვითდამკვიდრების გზაა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამი კონკრეტული საკითხი შეირჩა ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა; რეკლამის აკრძალვა; ასაკობრივი ზღვრის აწევა 25 წლამდე. საწყის ეტაპზე აღნიშნული ღონისძიებები მოგვცემს პირველად ეფექტს, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი ნამდვილად არ იქნება. სწორედ ამიტომ, მინდა, მივმართო ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შემდეგი ინიციატივით: შევქმნათ მოთამაშეთა ერთიანი რეესტრი თვითაკრძალვის მეთოდით; იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი დაწესებულების მიერ მაინც მოხდება თვითაკრძალვის სიაში მოხვედრილი ადამიანის დაშვება, თავად დაწესებულებამ აიღოს პასუხისმგებლობა პირის მიერ გაღებული და წაგებული თანხის დაფარვაზე. აუცილებლად მიმაჩნია კანონში ჩაიდოს წაგების ლიმიტიც. შესაძლოა ბელგიის მაგალითზე პირი სისტემაში ვებკამერით დარეგისტრირდეს, სახის იდენტიფიცირების საშუალებით. არ გამოვრიცხავ კოდური სისტემის დანერგვასაც. რაც შეეხება რეკლამას, როგორც ერთგვარ წამახალისებელ საშუალებას, ვფიქრობ, რომ ის სწორად გამოყენების პირობებში შემოსავლის წყაროა მედიაორგანიზაციებისათვის და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას, მაგრამ შეიძლება, საჯარო რეკლამა აიკრძალოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასწავლო დაწესებულებებთან და სხვა. სახელმწიფო უნდა ხედავდეს, რამდენი ადამიანი თამაშობს, რა თანხას აგებს ან იგებს. სახელმწიფოსათვის ეკონომიკური ეფექტი უცნობი არ უნდა იყოს. ზოგადად, კაზინოს არსებობა პოზიტიური სეგმენტია ქვეყნის ეკონომიის განვითარებისათვის, თუმცა სასურველია ეს საკითხი გადაიხედოს. სამომავლოდ შეიძლება არსებული დაწესებულებების ქალაქგარეთ გადატანა, თუმცა ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას კი დრო და დიდი ფული. ამ ინიციატივის შესასრულებლად დასაანგარიშებელია საბოლოო ეფექტი, რამდენად გადაფარავს ამ მიმართულებით გაღებულ რესურს. პოლიტიკური ნება, გადავარჩინოთ მომავალი თაობა და ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ ხაზგასმაა იმაზე, რომ დღეს ჩვენ გვყავს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება“, - წერს მეგრელიშვილი.