დონალდ ტრამპს ტაეკვონდოში შავი ქამარი გადაეცა

დონალდ ტრამპს ტაეკვონდოში შავი ქამარი გადაეცა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტაეკვონდოში მეცხრე დანის შავი ქამარი გადაეცა. დონალდ ტრამპს საპატიო ქამარი ტაეკვონდოს მმართველი ორგანოს, „კუკივონის“ პრეზიდენტმა ლი დონგ სეოპმა გადასცა.

„ჩემთვის დიდი პატივია საპატიო დანის სერთიფიკატის მიღება და ვფიქრობ, ტაეკვონდო შესანიშნავი საბრძოლო ხელოვნებაა თავდაცვისთვის“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.