ზაალ ანჯაფარიძე: ზოგს ესირცხვილება გარკვეული ტიპის სამუშაო. ასეთი მენტალიტეტით ევროპაში არაფერი გვესაქმება

ზაალ ანჯაფარიძე: ზოგს ესირცხვილება გარკვეული ტიპის სამუშაო. ასეთი მენტალიტეტით ევროპაში არაფერი გვესაქმება

 

„ბევრი 500 ლარიან ხელფასს ხელფასად არ მიიჩნევს და ურჩევნია იყოს წამოგორებული და სოციალური შემწეობა მიიღოს.“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გადაცემაში-„თავისუფალი ხედვა“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში და ყოველ თვე იღებენ სოციალურ დახმარებას.

„სამწუხაროდ მართლაც ასეა, რადგანაც თავად ვიცი არაერთი შემთხვევა როდესაც ბევრი 500 ლარიან ხელფასს ხელფასად არ მიიჩნევს და ურჩევნია იყოს წამოგორებული და სოციალური შემწეობა მიიღოს. ზოგს ესირცხვილება გარკვეული ტიპის სამუშაო. ასეთი მენტალიტეტით ევროპაში არაფერი გვესაქმება“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.