შალვა პაპუაშვილი ლომჯარიაზე: დროა, მოვიწვიოთ კონფერენცია ლეგიტიმაციის, დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის საკითხებზე

შალვა პაპუაშვილი ლომჯარიაზე: დროა, მოვიწვიოთ კონფერენცია ლეგიტიმაციის, დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის საკითხებზე

ალბათ, დროა, მოვიწვიოთ კონფერენცია ლეგიტიმაციის, დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის საკითხებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი წერს.

იგი ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას ეხმიანება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - 928 004 მოქალაქის ხმა (48%).

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები - 824 755 მოქალაქის ხმა (47%).

ალბათ, დროა, მოვიწვიოთ კონფერენცია ლეგიტიმაციის, დემოკრატიისა და ხალხის არჩევანის საკითხებზე. არადა, გარეთ 2021 წლის გიორგობაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.