ვარდების რევოლუცია უნდა ყოფილიყო იმის დასაბამი, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტივები შემოსულიყო. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ე.წ. ვარდების რევოლუციის შემოქმედებმა მალევე დაიწყეს ისეთი პროცესები, რომ რადიკალური და ძალადობრივი რეჟიმის დამფუძნებლები გახდნენ, რომლებმაც საქართველოს ადამიანის სიცოცხლის, ღირსების უგულებელყოფა და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა’’ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა’’ დღესაც აგრძელებს ისეთ რეჟიმში მოღვაწეობას, როგორიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა, თუმცა, ქართული საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია და აღარ დაუშვებს ადამიანების ღირსების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხელყოფას.
,,კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობა დღესაც აგრძელებს ისეთი რეჟიმით ცხოვრებას და ,,მოღვაწეობას’’, როგორიც ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შესაბამისად, ქართულმა საზოგადოებამ, სხვათა შორის, იმ საზოგადოებამ, რომელმაც ე.წ. ვარდების რევოლუციის პროცესებში მიიღო მონაწილეობა და რის გამოც, ეს ხალხი მაშინ, ქუჩაში გამოვიდა, რამდენიმე წელში დაინახა, რომ ნაცმოძრაობამ უგულებელყო ის ღირებულებები, რის გამოც ეს ხალხი ქუჩაში იყო და 2012 წელს ეს პოლიტიკური ძალა ოპოზიციაში გაუშვა. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, ქართული საზოგადოება, რომელიც გაზრდილია პოლიტიკურად არასოდეს დაუშვებს იმას, რომ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, ვინც არ უნდა იყოს ეს, ნება მისცეს ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ღირსების შეილახვის‘’ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.