ამირან გამყრელიძე: ყველა პირობაა იმისთვის, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდეს

ამირან გამყრელიძე: ყველა პირობაა იმისთვის, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდეს

ყველანაირი თავშეყრა არის. იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, მიტინგი, წვეულება თუ ა.შ. ყველა პირობაა იმისთვის, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თან მოგეხსენებათ, რესპირაციული ვირუსების სეზონია. ცივი სეზონი დადგა უკვე და ეს ყველაფერი ერთად ხელს უწყობს იმას, რომ არ გვქონდეს სერიოზული გაუმჯობესება. უკიდურესად დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ რეანიმაციები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.