დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო ჭყონდიდის ეპარქიაში. ამჯერად, წაჩხურუს მამათა მონასტერში, წირვის ჩასატარებლად მოსულ მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერების ნაწილი და მრევლი სიტყვიერად დაუპირისპირდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
შეკრებილები წარწერებითა და ტრანსფარენტებით დახვდნენ მეუფეს, რომელმაც მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ამ წუთებში, ადგილზე სიმშვიდეა.