გიორგი გამსახურდია: „იქნებ ყველა ჯალათი და მოძალადე  გაგვენთავისუფლებინა?! – ვინმე ყიფშიძევ! ჯალათების თეთრხალათიან ვექილს, რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა...“

გიორგი გამსახურდია: „იქნებ ყველა ჯალათი და მოძალადე  გაგვენთავისუფლებინა?! – ვინმე ყიფშიძევ! ჯალათების თეთრხალათიან ვექილს, რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა...“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებას „პატიმარი სააკაშვილი იქნებ გავანთავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში“, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„იქნებ გაგვენთავისუფლებინა ყველა ჯალათი და მოძალადე, რა მოხდა, ახლა, რაღაცა შეეშალათ, მაგათი ჯდომით ხომ არაფერი არ გამოსწორდება, მათი ნაწამები ხალხი დაიღუპნენ, ესენიც დავღუპოთ? ვინმე ყიფშიძევ, ალბათ, მეტი გონიერება გმართებთ, თუმცა ჯალათების თეთრხალათიან ვექილს, რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა...“, - წერს გიორგი გამსახურდია.